თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ერთი დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო მეორე — რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.