თბილისში ინტერნეტ-ფორუმი ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშინოუთბუქის მომხმარებელი
ნოუთბუქის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ინტერნეტის განვითარება საქართველოში, ბლოგების მონეტიზაცია, მედიაკომუნიკაციები ინტერნეტში და უცხოეთში ინტერნეტ-პროდუქტების გაყიდვის საიდუმლოებები.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ინტერნეტ-ფორუმი 2015 (Internet Tbilisi Forum 2015) გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში 29 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
 „ფორუმზე სხვადასხვა ბექგრაუნდისა და ინტერესის მქონე ადამიანები თავიანთ ბლოგებზე, პროექტებსა და იდეებზე ისაუბრებენ, ასევე გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, თუ როგორ იყენებდნენ ონლაინ სივრცეს საკუთარი პროექტების თუ პროდუქტების პოპულარიზაციისათვის“, — აღნიშნულია აკადემიის მიერ ფეისბუქის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ინტერნეტის განვითარება საქართველოში, ბლოგების მონეტიზაცია, მედიაკომუნიკაციები ინტერნეტში და უცხოეთში ინტერნეტ-პროდუქტების გაყიდვის საიდუმლოებები.
 თბილისის ინტერეტ-ფორუმის სპიკერთა შორის არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის საერთაშორისო პროექტების განყოფილების დირექტორი გიორგი ხაბურზანია, wi-fi სკვერის შემქმნელი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში უჩა ქემაშვილი.

  თბილისის ინტერნეტ-ფორუმი საქართველოში ზედიზედ მეორედ იმართება, მისი მხარდამჭერია სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინი“.
  ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა გივი ზალდასტანიშვილმა და ამერიკელმა პედაგოგმა დონალდ ტომასმა დააფუძნეს. აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0