თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

© ლ.ნოზაძეთბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის წიგნის ფესტივალს“, რომელსაც საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ პირველად შარშან უმასპინძლა 15 ათასი დამთვალიერებელი ჰყავდა, წელს კი, ორგანიზატორების ვარაუდით ეს რიცხვი 20 ათასამდე გაიზრდება. ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ექსპო ჯორჯიას პავილიონებში 4 დღის განმავლობაში გაიმართება.

თბილისი, 28 ნოემბერი —Sputnik. /ლალი ნოზაძე/26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება. ფესტივალი  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ორგანიზატორები საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია და წიგნის ხელოვნების ცენტრი, ხოლო მხარდამჭერები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კულტურის სამინისტროა. თბილისის წიგნის დღეებზე წელს წარმოდგენილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები, სტუდენტებისთვის საინტერესო გამოფენები და საჯარო ლექციები. 

 ვრცელია საგამოფენო პროგრამა, რომლის 17 —დან 3 ღონისძიება ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენას მოიცავს. 14 ექსპოზიცია  წარმოადგენს საერთაშორისო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ–ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენას. რაც შეეხება საჯარო ლექციებს, მის ფარგლებში საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3-ე პავილიონში უცხოელი ილუსტრატორები და მოწვეული სტუმრები 13 შეხვედრას  ჩაატარებენ. 

 ფესტივალში „თბილისის წიგნის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობს, რომელიც ღვინის კლუბთან ერთად ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკასა და ხელოვნების ციფრული მუზეუმის პროექტს „ფიროსმანი“ წარმოადგენს. ბავშვებისთვის  დაგეგმილ  უამრავი ღონისძიებას შორის ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებით ცნობისმოყვარე და მუდმივად სიახლეების ძიებაში მყოფ მოზარდებს ეპატიჟება. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე  არქეოლოგების როლი მოირგონ და აღმოაჩინონ, აღნუსხონ და აღადგინონ არქეოლოგიური მონაპოვრები. ექსპო ჯორჯიას მე-11-ე პავილიონში 42 გამომცემლის წიგნების ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

 შეგახსენებთ, რომ „თბილისის წიგნის ფესტივალს“, რომელსაც  საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ პირველად შარშან უმასპინძლა 15 ათასი დამთვალიერებელი ჰყავდა, წელს კი, ორგანიზატორების ვარაუდით ეს რიცხვი 20 ათასამდე გაიზრდება. ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ექსპო ჯორჯიას პავილიონებში 4 დღის განმავლობაში გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0