დასრულდა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

გამოწერა
საქართველო და აზერბაიჯანი ერთად უპასუხებენ რეგიონში არსებულ ყველა გამოწვევას და ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი იქნება, დაასკვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პარასკევს, 27 ნოემბერს დაასრულა თავისი ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, იტყობინება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური. 

 ვიზიტის მსვლელობისას მღებრიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს კიამალედდინ გეიდაროვს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყების ხელმძღვანელს ელჩინ გულიევს.

 „ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ასევე შევეხეთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის,  საგანგებო სიტუაციათა მართვის ასევე… საზღვრის მართვის საკითხებს“, — თქვა გიორგი მღებრიშვილმა. 

 საქართველო და აზერბაიჯანი ერთად უპასუხებენ რეგიონში არსებულ  ყველა გამოწვევას და ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი იქნება, დაასკვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0