ქართველმა ძალოსნებმა აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე 8 სარეიტინგო ქულა აიღეს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიძალოსნობა
ძალოსნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებს წარადგენენ ძალოსნები ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ანასტასია გოტფრიდი.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ში, ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი ძალოსნები კვლავ განაგრძობენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისათვის სარეიტინგო ქულების მოპოვებას. 

 რაულ ცირეკიძემ (-94კგ), ორი აზიდვის ჯამში 356კგ მოაგროვა და მეოცე ადგილი მოიპოვა, რამაც მას 6 სარეიტინგო ქულა შესძინა. ამ წონით კატეგორიაში კი გამარჯვებული ბელორუსი ვადიმ სტრელცოვი გახდა, რომელმაც 405 კგ. მოაგროვა. მეორე და მესამე ადგილები ყაზახმა სპორტსმენებმა —  ალმას უტეშოვმა და ჟასულან კიდირბაევმა დაიკავეს.

 კიდევ სულ მცირე ორი ქულა შემატა საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩხეიძემ (-105კგ). „С“ ჯგუფში მან 355 კგ-იანი შედეგით მეორე ადგილი დაიკავა და ფინალში გავიდა. 

 „მოხარული ვარ ჩხეიძის გამო. იგი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე შეძლო ღირსეული შედეგის ჩვენება მსოფლიო პირველობაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ფინალში იგი უფრო მეტ სარეიტინგო ქულას ააგროვებს“, —განაცხადა საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიშვილმა. 

 მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებს წარადგენენ ძალოსნები ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ანასტასია გოტფრიდი. 


ყველა ახალი ამბავი
0