თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მამამ შვილს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი მიუტანა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იუწყება ქართული მედია პარასკევს, 27 ნოემბერს.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, 26 ნოემბერს, საბავშვო ბაღის ფანჯრიდან შვილს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი მიაწოდა და შესთავაზა იმ ბავშვებისთვის დაემიზნებინა, რომლებიც მას აბრაზებდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების“ მუხლითაა აღძრული.