თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მრგვალი მაგიდა თემაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გამოწვევები ქართულ საზოგადოებას“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ორშაბათს, 30 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“.
ანტიფაშისტური კოალიცია მთავრობას მიმართავს მოთხოვნით, გამოავლინოს „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი საქართველოში და მის მიმართ, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, კანონით დადგენილი ზომები გაატაროს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
• „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტი რევაზ გოგიძე;
• ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცის“ დირექტორი თენგიზ ჩხიკვაძე;
• „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორი შოთა აფხაიძე;
• ასოციაცია „კავკასიის ვეტერანის“ თავმჯდომარე ზურაბ ასლანოვი;
• ადამიანის უფლებების დახმარებისა და დაცვის საერთაშორისო ასოციაცია „ნდობის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ კუპატაძე;
• ორგანიზაცია „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.