თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. კრემლი არ გამორიცხავს 30 ნოემბერს პარიზის კლიმატურ სამიტზე რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესაძლებლობას, —განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა ბრიფინგზე.
„[შეხვედრა] არ მზადდება სპეციალურად. ამერიკის მხარეს მსგავსი არ მოუთხოვია, თუმცა მისი გამორიცხა არ შეიძლება“, — თქვა უშაკოვმა.
პრეზიდენტის თანაშემწემ განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სახელით გამართული ლანჩი რუსეთისა და აშშ–ის ლიდერებს მოკლე შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობას აძლევს.
როგორც უშაკოვი ამბობს, პუტინის, ოლამდისა და ობამას სამმხრივი შეხვედრა პარიზში არ იგეგმება. „რაც შეეხება სამმხრივ კონტაქტს, ის არ იგეგმება“, — თქვა მან.