საქართველოს მთავარი პროკურორი არჩეულია

© https://www.facebook.com/OfficialPOG/მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში
მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთაძის კანდიდატურას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 კი წინააღმდეგი იყო.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ქვეყნის პარლამენტმა კენჭისყრით აირჩია ირაკლი შოთაძე, — იუწყება ქართული მედია დღეს, 27 ნოემბერს. 

შოთაძის კანდიდატურას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 კი წინააღმდეგი იყო. 

მისი კანდიდატურა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტმა წარადგინა, ხოლო საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია. 

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანამდე, რაც 2015 წლის სექტემბერში მოხდა, ქვეყნის მთავარ პროკურორს პრემიერ–მინისტრი ნიშნავდა იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე. ამიერიდან მთავარ პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს ექვსი წლის ვადით გადარჩევის უფლების გარეშე. 


ყველა ახალი ამბავი
0