თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა რუს ქსენია ლიკინასთან სამივე პარტიაში ანგარიშით 6:3, 2:6, 5:7 დამარცხდა და ტოკიოში მიმდინარე ITF Futures-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის ¼ ფინალს გამოეთიშა.
მსოფლიო რეიტინგში შაფათავასა და ლიკინას დაახლოებით 150 პოზიცია (შაფათავა 216, ლიკინა 371) აშორებთ, მიუხედავად ამისა, მინდორზე ორთაბრძოლა თანაბარი ძალებით წარიმართა.
პირველ სეტში შაფათავამ ერთი ბრეიკ-პოინტის გაკეთება შეძლო და პარტია ანგარიშით 6:3 მოიგო. მეორე სეტი ლიკინამ უფრო აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი დაუყოვნებლივ გამოიღო. რუსმა ჩოგბურთელმა სამჯერ შეძლო მოწინააღმდეგის ჩაწოდების მოგერიება და წარმატებაც მოიპოვა — 6:2.
გადამწყვეტ პარტიაში ორივე ჩოგბურთელმა რისკიანი თამაში ამჯობინა, რაშიც რუსი ჩოგანის უპირატესობა გამოიკვეთა.