თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონალური კონფერენციის (GITI 2015) ნომინაციაში „მობილური აპლიკაციის საუკეთესო გადაწყვეტა“ გამარჯვებული ვითიბი ბანკის (საქართველო) უკონტაქტო გადახდების აპლიკაცია Mobile Pay გახდა, ნათქვამია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკის კლიენტებს საბანკო ოპერაციები ნებისმიერი საბანკო ბარათით მოახდინონ. აპლიკაციაში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის საბანკო ბარათის ჩატვირთვა, გადახდის განხორციელებისას კი მომხმარებელი თავად ირჩევს კონკრეტულ ბარათს.
ვითიბი ბანკის Mobile Pay დაჯილდოვდა როგორც საქართველოს საბანკო სფეროში პირველი NFC ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მობილური აპლიკაცია.
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონალური კონფერენცია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზის სააგენტოსა და ბიზნეს-საბჭოს (ICT) ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართბა.
ღონისძიების მიზანი — საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.
ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ღებულობდა, განსაკუთრებული ყურადღბა დაეთმო ელექტრონული მართვის განვითარების საკითხებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების პროექტებს და ამ პროექტებში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.
მიმდინარე წელს 15 ნომინაციაში კერძო და საჯარო სექტორის 50-მდე IT პროექტი იყო წარმოდგენილი.