გერმანიაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი არალეგალურად რჩება

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები გერმანიაში
მიგრანტები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის თანახმად, ბერლინში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე მოქალაქემ ორი კვირის განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამჟამად მიღებაზე მოხვედრა მხოლოდ სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი, — განმარტავს გერმანიის პოლიციელთა პროფკავშირების უფროსი რაინერ ვენდტი.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. გერმანიაში არალეგალურად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი იმყოფება, პოლიციას მათი მოძებნის შესაძლებლობა არა აქვს, — განუცხადა ჟურნალისტებს პარასკევს გერმანიის პოლიციის პროფკავშირების ხელმძღვანელმა რაინერ ვენდტმა.

„ამჟამად ეს ადამიანები გერმანიაში არალეგალურად იმყოფებიან. ჩვენ მათ არ მოვძებნით. პოლიციას ძებნისთვის დამატებითი რესურსები და პერსონალი არ ჰყავს. ეს, საერთოდ, პოლიციის ამოცანა არაა“, — განაცხადა ვენდტმა.

მანამდე გერმანულმა მედიასაშუალებებმა ქვეყნის შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას დარეგისტრირებულმა დაახლოებით 200–300 ათასმა ლტოლვილმა მიგრაციულ სამსახურებს არ მიაკითხა და ლეგალიზაციის პროცესი არ გაიარა. 

„იცით, რომ კანონით, კანონის თანახმად, ბერლინში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე მოქალაქემ ორი კვირის განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამჟამად მიღებაზე მოხვედრა მხოლოდ სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი,“ — აღნიშნა პოლიციელთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, გერმანიაში ლტოლვილების ჩამოსვლასთან დაკავშირებით დანაშაულის დონე იზრდება, თუმცა, სტატისტიკის თვალსაზრისით, ეს ნორმალურია. „თუ ჩვენთან მილიონი ადამიანი ჩამოდის, დანაშაულის დონე ცოტათი მოიმატებს და ეს ნორმალურია. ასე იმ შემთხვევაშიც კი მოხდება, თუ  სრულებით ნორმალური ადამიანები ჩამოვლენ“, — მიიჩნევს ვენდტი.

„ჯერჯერობით გაურკვეველია, რა უნდა მოვიმოქმედოთ. არ არსებობს სტრატეგია, არ არსებობს დაგეგმვა. ჩვენ მხოლოდ იძულებულნი ვართ, მომხდარზე რეაგირება მოვახდინოთ“, — დაასკვნა ვენდტმა. 


ყველა ახალი ამბავი
0