საქართველოს პრემიერმა და ევროკომისარმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას . მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და მის როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი არაუგვიანეს 2016 წლის დასაწყისისა ამოქმედდება. 

„საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება“, — ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და მის როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 


ყველა ახალი ამბავი
0