ჩიკაგოს მაცხოვრებლებმა პოლიციის შენობასთან მოკლული აფროამერიკელის სახელი გამოსახეს

გამოწერა

ჩიკაგოს მაცხოვრებლები პოლიციის შენობასთან გავრცელებული ვიდეოჩანაწერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გავიდნენ, რომელზეც 2014 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი აფროამერიკელის პოლიციის მიერ მოკვლის ფაქტია ასახული.

ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი გავიდა, მომიტინგეთა დიდი ჯგუფი შეიკრიბა პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების შენობასთან, იუწყება სააგენტო "Associated Press".

დემონსტრაციის მონაწილეები სკანდირებდნენ "16 გასროლა" – სავარაუდოდ, ამდენჯერ ესროლა პოლიციელმა მოკლულ აფროამერიკელს.

მომიტინგეები სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

"ჩვენ აღარ გვინდა გვამშვიდებდნენ და მშვიდობიანები ვიყოთ იმ მომენტში, როდესაც მშვიდობა არ არსებობს. როდესაც თქვენ გვხოცავთ ყოველ დღე და კვლავ გვაძევებთ ჩვენი ქალაქის კარს მიღმა, გვადანაშაულებთ ძალადობაში, რომელიც თავად შექმენით", – განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალი ედებოდა პოლიციელ ჯეისონ ვან დაიკს, რომელმაც ჩიკაგოში აფროამერიკელი ლაქუან მაკდონალდი დაცხრილა. გარდა ამისა, საქმის შემსწავლელმა სასამართლომ პოლიციისგან მოითხოვა გავრცელებულიყო ვიდეო, რომელზეც 2013 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტი იყო ასახული.

ბოლო დროს აშშ–ში გახშირდა შავკანიანი აამერიკელების პოლიციის მხრიდან მკვლელობა. ამერიკის საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია კიდევ ორი აფროამეიკელის მკვლელობამ. ესენი იყვნენ: ერიკ გარნერი, რომელიც ნიუ–იორკში დაკავებისას გაგუდეს, და მაიკლ ბრაუნი, რომელიც მისურის შტატში პოლიციამ დაცხრილა.

ყველა ახალი ამბავი
0