რა დოზით გააღებს ევროპა კარებს და გაიზრდება თუ არა მიგრაცია საქართველოდან?!

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქრაძე: წამსვლელ პირს საკონსულოებთან საქმე არ ექნება. მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, საქართველოს მოქალაქისთვის ვიზა ევროპის ქვეყნის საზღვარზევე გაიცემა

  ნინო ცხოიძე

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას საქართველო უკვე 10 წელია ელოდება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებდა ხელისუფლება 2005 წელს — მალე ქართველებისთვის ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელიო. ამ კოზირს განსაკუთრებით მაშინ იყენებდა, როცა საპროტესტო მოძრაობა აქტიურდებოდა. იმის იმედით, რომ ვიზის აღება გაიოლდებოდა და საფასურიც მკვეთრად შეიცვლებოდა, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში გადინება საგრძნობლად არ შენელებულა.

 2011 წელს კი, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ერვოკავშირთან "გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა" და "რეადმისიის ხელშეკრუბელას" მოაწერა ხელი, ემიგრანტებს გაუჩნდათ შიში, რომ მათი დეპორტაცია უფრო გაიოლდებოდა, ვიდრე საქართველოდან ევროპაში მოხვედრა. რეალურად, საქართველოდან ვიზის მიღება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას გაუმარტივდა: ბიზნესმენებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს და ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართველების ოჯახის წევრებს. ამას გარდა, ჟურნალსიტებისთვის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა კატეგორიისთვის, ვიზის მიღება უფასო გახდა. რა საკვირველია, ესეც წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა.

 მაგრამ მას შემდეგ კიდევ 5 წელი გავიდა და ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი არ გადაჭრილა. თუმცა, როგორც ჩანს, უკვე ფინიშამდე მივედით და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აფორიაქდნენ. ქართული ხელისუფლების დასმენაში მხილებული პოლიტიკოსები თავიანთ ევროპელ მეგობრებს აქეზებენ, რომ მათ დროს დაწყებული პროცესი ახალი ხელისუფლების კოზირად არ იქცეს. 

 ამის შესახებ ინფორმაცია რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმაურა და ამ საქციელს ქვეყნის ღალატი უწოდა. ნაციონალებმა ბრალდება უარყვეს და ქილიკიც დაიწყეს. მინისტრებმა და უმრავლესობის დეპუტატებმა კი, რომლებმაც უშუალოდ მოისმინეს ევროპელი კოლეგებისგან ნაციონალების მორიგი მავნებლობის შესახებ, აღიარეს, რომ ნამდვილად ჰქონდათ ასეთი ინფორმაცია და გაოპოზიციონერებულ ყოფილ ხელისუფალს ეს ქმედებები საჯაროდ დაუწუნეს.

 რაც შეეხება თავად ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომლის რეალურად დაწყება, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს უნდა გაცხადდეს. საკითხში სიცხადის შესატანად, გთავაზობთ ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის კომენტარს.

 დავით ბაქრაძე: "დოკუმენტების მიხედვით, უნდა განვსაზღვროთ, როგორ  განვასხვაოთ მუშაობა, ერთი მხრივ, არარეგულირებადი მიგრაციის საწინააღმდეგოდ და, მეორე მხრივ, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა რეგულირებული, ცირკულარული მიგრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე თავისი გავლენა აქვს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. პოლიტიკურ შეფასებმდე, ჩვენ ველოდებით ტექნიკურ შეფასებას, რომელიც 15 დეკემბერს გაცხადდება. ერთმნიშვნელოვნად გვაქვს იმედიანი მოლოდინი. ასეთივე განცდაა ბრიუსელშიც — იქ მიაჩნიათ, რომ დადებითად შეფასდება საქართველოს მთვრობის მიერ სამოქმედო გეგმის შესრულება".

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, დავით ბაქრაძე, მოლდოვასა და დნესტრისპირეთის მაგალითზე, იმედოვნებს, რომ ეს პრცესს ვერ შეაფერხებს. პირიქით, ამ ქვეყნების მაგალითი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იქნება კონფლიქტების დარეგულიების თვალსაზრისითაც. 

 დავით ბაქრაძე: "უვიზო მიმოსვლით რომ ესარგებლა, 70 ათასმა დნესტრისპირელმა აიღო მოლდოვას პასპორტი. ამასვე ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტურ ზონებში. ევროკომისიაში ცალსახად დადებითადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე რეფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემაფერხებლ ფაქტორებთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტების მოსაზრებები მცდარია". 

დავით ბაქარაძე განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლა არ იძლევა ევროპაში უკონტროლო, თავისუფალი მოძრაობის უფლებას. 

 დავით ბაქარაძე: "წამსვლელ პირს საკონსულოებთან საქმე არ ექნება. მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, საქართველოს მოქალაქისთვის ვიზა ევროპის ქვეყნის საზღვარზევე გაიცემა. რაც შეეხება ვადებს, როგორც მიღებულია მრავალჯერადი ვიზის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება 6 თვის განმავლობაში 3 თვე დაჰყოს ამა თუ იმ ქვეყანაში, ერთბაშად, ან ცალ-ცალკე — რამდენიმე დღით. მთავარია, ევროპაში ყოფნა სამ თვეს არ უნდა გადააცილოს. ეს უბიძგებს ადამიანს, რომ სავიზო რეჟიმი არ დაარღვიოს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაინტერესებულია მუშაობის, ან სწავლის გაგრძელებით, ვიზა გაიცემა კვლავ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის მიერ. ჩემი აზრით, ეს უფრო გააიოლებს ამჯერად არსებულ ვიზის აღების პროცედურასაც". 

 15 დეკემბერს საკითხის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში, დავით ბაქრაძის ვარადუდით, პროცესის უშუალოდ დაწყებას, დაახლოებით 5-6 თვე მაინც დასჭირდება. რაც შეეხება ემიგრაციის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშრებით გამოთქმულ ეჭვებს, საბერძნეთში ყოფილი ელჩი ბაქრაძე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ გაზრდის სამშობლოში დაბრუნების და ემიგრაციაში ლეგალურად წამოსვლის შანსს, რადგან, არსებული შეზღუდვების გამო, უამრავი ადამიანი ათწლეულების განმავლობაში მოწყვეტილია საკუთარ ოჯახებს. 

 და ბოლოს, ისრაელთან არსებული გამარტივებული სავიზო რეჟიმიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნებში შემსვლელს, ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად, სასურველია, თან ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა, სასტუმროს ჯავშანი და ფინანსური შესაძლებლობის გარანტია. ამით თავიდან აიცილებს ნებისმიერ გაუგებრობას და უკან გამობრუნების რისკიც გაქარწყლდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0