თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბავშვთა სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხრეთში ნახევარკუნძულის მომმარაგებელი ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქების შედეგად ყირიმი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ იუნისეფის ბავშვთა ფონდის პრეს-სპიკერმა კრისოფ ბულერმა.
„ჩვენ ძალზე შეშფოთებული ვართ იმ ნეგატიური თანამდევი მოვლენებით, რაც ყირიმში ენერგობლოკადას მოჰყვა. ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო, შეიძლება ბავშვთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ასევე შეჩერებულია ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ ახერხებს მოსახლეობის მომსახურებას“, — განაცხადა მან.
ბულერმა აღნიშნა, რომ იუნისეფს ყირიმში ოფისი და პირდაპირი პარტნიორები არ ჰყავს, რის გამოც ფონდს არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება.
გასულ პარასკევს, უკრაინის სამხრეთში ნახევარკუნძულის მომმარაგებელი ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები აფეთქდა, რამაც გამოიწვია ყირიმის ელექტროენერგიის გარეშე დატოვება.
რეგიონში ენერგომომარაგების სრულ აღდგენამდე საგანგებო ვითარებაა შემოღებული.