სოფო შაფათავა ტოკიოს საჩოგბურთო ტურნირის ¼ ფინალში გავიდა

© msy.gov.geსოფო შაფათავა
სოფო შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალში გასასვლელად ქსენია ლიკინას შეხვდება, რომელმაც ორ სეტში იაპონელი ნაო ხიბინო დაამარცხა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იაპონელი იუკი ტანაკა სამივე სეტში ანგარიშით — 6:4, 6:7, 6:2 დაამარცხა და ტოკიოში მიმდინარე ITF Futures-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის ¼ ფინალში გავიდა.

ორი სასტარტო სეტი,  ძალთა თანაბარი გამოვლინებით, საკმაოდ დაზაბული გამოდგა. პირველ სეტში შაფათავამ ტანაკაზე ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა, რამაც მას გამარჯვების საშუალება მისცა.

მეორე პარტიაში მოწინააღმდეგეებმა ჩაწოდებები ერთხელ გაცვალეს, ძლიერის გამოვლენა ტაი-ბრეიკის საშუალებით მოხერხდა, რომლითაც იაპონელი ჩოგბურთელი ანგარიშით 7:5 დაწინაურდა.

დასკვნით სეტში შაფათავას უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც ორჯერ მოახერხა ბრეიკის გაკეთება და ორ საათიანი მატჩი, ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარფინალში გასასვლელად ქსენია ლიკინას შეხვდება, რომელმაც ორ სეტში იაპონელი ნაო ხიბინო დაამარცხა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0