თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის გასტროლებისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში პარასკევს, 27 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე გაიმართება.
გრიბოედოვის თეატრს ციმბირის ქალაქებში დიდი საგასტროლო ტურნე 16-26 ნოემბერს ჰქონდა.“გრიბოედოველებმა“ ციმბირელ თეატრის მოყვარულებს რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული ლევ ტოლსტოის „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ წარუდგინა.
გასტროლიდან მიღებული შთაბეჭდილებებისა და ჯილდოების შესახებ პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ:
— ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი;
— ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი;
— საქართველოს დამსახურებული არტისტი ლუდმილა არტიომინა-მღებრიშვილი;
— მსახიობი მარიამ კიტია;
— მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.