სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

© photo: Sputnikდოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 2,3946 GEL/$1 შეადგინა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20  მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

 2015 წლის სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსი 2,4499 GEL/$1-მდე დაეცა, ებ-ს პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართა. შედეგად,  სამ სავალუტო აუქციონზე თითქმის 67 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან  დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 2,3946 GEL/$1 შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 ნოემბრისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,3957 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0