თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
პრესკონფერენცია შეეხება რუსული თვითმფრინავის Су-24-ის თურქეთში მომხდარ ინციდენტს, ანკარასა და მოსკოვს შორის მოვლენათა განვითარების პროგნოზებს და ამ კონფლიქტის საქართველოზე მოსალოდნელ გავლენას.
სამშაბათს, რუსულმა თვითმფრინავმა Су-24 სირიაში ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით თურქული თვითმფრინავიდან F-16 და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში.
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.