თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები იკრიბებიან

© photo: Sputnikთბილისი, მეტეხის ხიდი
თბილისი, მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, ასევე მიიღებენ მონაწილეობას , ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი და საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში, რომელიც თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური იტყობინება.

შეხვედრა, საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა ფოკუსირებული იქნება ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში. 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი(Johannes Hahn)  და საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი (Helga Schmid).. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

სექტორული დიალოგის (ჯანდაცვის მინისტრების) შეხვედრაზე მონაწილეობისთვის თბილისს ეწვევა ევროკომისარი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტისი (Vytenis Andriukaitis). დიალოგის ფორმატის გათვალისწინებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეულნი არიან საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დამფუძნებელი სამიტი პრაღაში 2009 წლის 7 მაისს გაიმართა. 

საგარეო საქმეთა და დარგობრივი სამინისტროების მინისტრთა არაფორმალური დიალოგები 2012 წლიდან იმართება. დღეისათვის ჩატარებულია ოთხი რაუნდი: კიშინიოვში 2012 წლის ივნისში, თბილისში − 2013 წლის თებერვალში, ერევანში − 2013 წლის სექტემბერში და ბაქოში − 2014 წლის სექტემბერში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0