რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ 26 ნოემბრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიВид из окна самолета
Вид из окна самолета - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო სრულად აუკრძალოს რუსულ ავიაკომპანიებს გამოიყენონ უკრაინის საჰაერო სივრცე ტრანზიტული ფრენებისათვის. ერთი თვით ადრე აიკრძალა ფრენები უკრაინაში და სამხედრო ტვირთების ტრანზიტი.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. უკრაინამ ყველა რუსულ ავიაკომპანიას გამონაკლისის გარეშე, აუკრძალა 26 ნოემბრის 01:00(მსკ.დრ), (02:00 თბ.დრ) თავის საჰაერო სივრცეში შესვლა, ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოთხშაბათს, 25 ნოემბერს იტყობინება. 

უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო სრულად აუკრძალოს რუსულ ავიაკომპანიებს გამოიყენონ უკრაინის საჰაერო სივრცე ტრანზიტული ფრენებისათვის, განაცხადა მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.  მანამდე აკრძალული იყო ფრენები უკრაინაში და სამხედრო ტვირთების ტრანზიტი. 

„სამხედრო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების გამო, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო აკრძალოს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება გამონაკლისის გარეშე ყველა რუსული ავიაკომპანიისათვის მიმდინარე წლის  26 ნოემბრის 00:00 (01:00მსკ.დრ) საათიდან“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო რუსული ავიაგადამზიდების მხრიდან ფრენისა  და უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევის გამო, შესაძლო პროვოკაციების პრევენციით.

როსავიაციის წარმომადგენელმა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს აცნობა, რომ უკრაინის მხრიდან რუსული ავიაგადამზიდავებისათვის თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვა ნაკლებ აქტუალურია რუსეთის სამოქალაქო ავიაციისათვის, რადგან, დონეცკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უსაფრთხოების მიზნით უარი თქვა სატრანზიტო ფრენების განხორციელებაზე უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებით. აკრძალვა კიდევ ერთხელ ამტკიცებს კიევის ხელისუფლების დესტრუქციულ პოზიციას საჰაერო მიმოსვლის საკითხებში,  - თქვა უწყების წარმომადგენელმა. 


ყველა ახალი ამბავი
0