ტუნისის პოლიციამ ალყა შემოარტყა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ავტობუსის ადგილს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები გადაჰყავდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 12 და დაშავდა 20 ადამიანი.
ტუნისის პრეზიდენტმა ბეჟი ქაიდ ეს–სებსიმ სამშაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღიანი საგანგებო სიტუაციის დაწესების შესახებ განაცხადა, იუწყება სააგენტო ფრანს პრესა. ამავე პერიოდში დედაქალაქსა და მის გარეუბნებში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
როგორც მანამდე სააგენტოს Sputnik უსაფრთხოების ძალებიდან წყარომ აცნობა, ბოლო ვერსიით, აფეთქება თვითმკვლელმა მოახდინა. ის ავტობუსს მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.
პრეზიდენტ ბეჟი ქაიდ ეს–სებსიმ შვეიცარიაში 25–26 ნოებმერს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მანამდე, ივნისში, 39 ადამიანი დაიღუპა და 36–მა მიიღო დაზიანება, როდესაც ბოევიკებმა ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსის პლაჟზე სასტუმრო იმპერიალ მაგაბასთან ახლოს ცეცხლი გახსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.