ამინდის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა გართულებულია

© http://georoad.ge/საქართველოს სამხედრო გზის გუდაური–კობის მონაკვეთი
საქართველოს სამხედრო გზის გუდაური–კობის მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს სამხედრო გზის ერთ–ერთ მონაკვეთზე, რომელიც საქართველოს–რუსეთის საზღვრისკენ მიდის, შეზღუდვებია დაწესებული, — იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეს, 25 ნოემბერს. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

ამავე გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიშვება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში იმოძრავებენ ცალმხრივად. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0