საქართველოს პრეზიდენტმა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Сергей Грызунов / გადასვლა მედიაბანკშისარაევო
სარაევო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 25 ნოემბერს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დრაგან ჩოვიჩს (Dragan Čović) სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა, — ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში. 

1943 წლის ამ დღეს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის სახალხო განმათავისუფლებელი სახელმწიფო ანტიფაშისტური საბჭოს (Anti-Fascist Council of Bosnia and Herzegovina, ZAVNOBiH) სხდომა გაიმართა. პირველ სხდომაზე ZAVNOBiH–მა ფორმალურად დამტკიცდა როგორც ბოსნიისა და ჰერცოგოვინის სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის ზოგადპოლიტიკური წარმომადგენლობა. 

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, — ნათქვამია მარგველაშვილის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. 

ყველა ახალი ამბავი
0