თბილისში "იეღოვას მოწმეების" ოფისს თავს დაესხნენ

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაციის შენობას 15-მდე ტყვია მოხვდა. თავდასხმისას ოფისში არავინ იმყოფებოდა.

თბილისი, 25 ნომებერი  – Sputnik. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები თბილისის მახლობლად რელიგიურ ორგანიზაცია „იეღოვას მოწმეების“  შენობაზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ, ინციდენტი სამშაბათს, 24 ნოემბერს მოხდა, იუწყება ქართული მედია.

ორგანიზაციის შენობას 15-მდე ტყვია მოხვდა. თავდასხმისას ოფისში არავინ იმყოფებოდა, ორგანიზაციის წევრებისთვის თავდასხმის მიზეზი უცნობია.

სამართალდამცველებმა ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყეს, საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

"იეღოვას მოწმეები" — საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციაა. 1931 წლამდე ორგანიზაციას „ბიბლიის მკვლევარები“ (Bible Students) ეწოდებოდა. იეღოველთა მთავარი რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0