ISIS-ის ეგვიპტურმა ფრთამ სინაიზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო

© photo: Sputnik / Andrei Stenin / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტის ნაციონალური გვარდია
ეგვიპტის ნაციონალური გვარდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სასტუმროს შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე ტერორისტი, რომელსაც ჯიჰადის ქამარი ჰქონდა, სასტუმროს ჰოლში შევარდა, იუწყება საინფორმაციო პორტალი „აშ-შარკი“

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სინაის ნახევარკუნძულზე ქალაქ ელ-არიშში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ახლოს დანაღმული ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტურმა ფრთამ აიღო, იუწყება „რია ნოვოსტი“ საინფორმაციო პორტალ „აშ-შარკ“-ზე დაყრდნობით.  

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სასტუმროზე, რომელშიც ეგვიპტის სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებულნი, თავდასხმა განახორციელა. სასამართლოს თანამშრომლები საპარლამენტო არჩევნების კონტროლს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სასტუმროს შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე ტერორისტი, რომელსაც ჯიჰადის ქამარი ჰქონდა, სასტუმროს ჰოლში შევარდა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა: ორი პოლიციელი და ორი მოსამართლე, სხეულის სხვადასხვა დაზიანებები კი 14-მდე ადამიანმა მიიღო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0