ამერიკელი მოსწავლე ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიამერიკის დროშა
ამერიკის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლებამ იმის გამო, რომ მისი კონსტრუქციით დამზადებული საათი მასწავლებლებს თვითნაკეთი ბომბი ეგონათ, საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელი მოსწავლის ადვოკატებმა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვეს. მოსწავლემ საათის საკუთარი კონსტრუქცია შექმნა, რის გამოც შეცდომით დააკავეს. ამის შესახებ სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, აჰმედ მოჰამედის ინტერესების დამცველმა საადვოკატო ფირმამ ორშაბათს წერილობით მოითხოვა ქალაქ ირვინგისგან 10 მილიონის, ხოლო სკოლისგან 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს ბოდიშის წერილობით მოხდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბერში ტეხასის შტატის ერთ–ერთი სკოლის ადმინისტრაციამ 14 წლის აჰმედ მოჰამედი სამი დღით ჩამოაშორა გაკვეთილებს, ვინაიდან მოზარდის მიერ საკუთარი კონსტრუქციით დამზადებული საათი მასწავლებლებს თვითნაკეთი ბომბი ეგონათ. სკოლამ გამოძიების ჩასატარებლად პოლიციაც კი გამოიძახა. პოლიციამ მოზარდი დააკავა და დაჰკითხა იგი, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლა. თავიდან მოსწავლის პენალში ნაპოვნი საათი და სადენები სამართალდამცავებმაც თვითნაკეთ ბომბად მიიჩნიეს. 

ინციდენტმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. აჰმედს მხარი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა, კერძოდ, ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოზარდი მეცნიერებით დაინტერესების გამო შეაქო და ის თეთრი სახლისა და გაეროს შტაბ–ბინის  დასათვალიერებლად დაპატიჟა. ოქტომბერში აჰმედი ახალგაზრდა გამომგონებელთა პროგრამაში (Young Innovators Program) მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0