საქართველოს სპეცსამსახურები „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მუქარის ფაქტებს იძიებენ

© voenkor.info"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ქართულმა ინტერნეტმედიამ გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“. ვიდეოჩანაწერში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთი ქართულ ენაზე მუქარას უთვლის საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმებს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ინტერნეტსივრცეში საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერის გამოჩენასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, — დაწერა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. 

გუშინ ქართულმა ინტერნეტმედიამ გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“. ვიდეოჩანაწერში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთი ქართულ ენაზე მუქარას უთვლის საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმებს. 

„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია“, — წერია გიორგობიანის მიმართვაში. 

მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაწყებულია საიტის წარმოშობის ფაქტის გამოძიება, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ქართულ ენაზე უწევს პროპაგანდას. 


ყველა ახალი ამბავი
0