თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თვლის, რომ ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ მარტოხელა ტერორისტები წარმოადგენენ, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ თავდასხმა.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი (ინფორმაცია) რაიმე კონკრეტულ საშიშროებებზე ან ამის მტკიცებულება. მაგრამ, როგორც წლებია ვსაუბრობთ, არის საშიშროება ცალკეული შემსრულებლების (ტერაქტების) მხრიდან არსებობს, ზოგიერთი „მარტოხელა მგლების“ მხრიდან, მათგან, ვინც როგორღაც მოახერხა გაძრომა (უსაფრთხოების სისტემისგან)“, — განაცხადა კერიმ ტელეარხ NBC-ს ეთერში.
11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, აშშ-ში ბევრი ექსპერტი მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან არჩევანისა, მუდმივად ამბობდნენ, რომ არ არის საკითხავი რომ ეს (ტერაქტი) მოხდება, საკითხავია როდის მოხდება“, — აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მუქარების შესახებ ამერიკულ ქალაქებზე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე, დაჯგუფება „ისლამური სახალმწიფოს“ მხრიდან.