ბელორუსისა და აჭარის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

© Виктор Толочкоთბილისობა მინსკში
თბილისობა მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციები, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტები უცხოელ პარტნიორებს თავის გუნდთან ერთად გააცნო.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. დღეს, ქალაქ მინსკში ბელარუსისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციები, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტები უცხოელ პარტნიორებს თავის გუნდთან ერთად  გააცნო, იტყობინება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

  „მინსკში გამართული ბიზნეს-ფორუმი მნიშვნელოვანია ქართველ და ბელარუს ბიზნესმენებს შორის კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობისათვის. სამომავლოდ, განვიხილავთ შესაძლებლობას აჭარაში მომუშავე ბიზნესმენებისა და ბელარუსი ინვესტორების საერთო კომპანიების ჩამოყალიბების, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს და ერთობლივი ბიზნესის განვითარებას“, — განაცხადა არჩილ ხაბაძემ

 დოკუმენტის გაფორმების შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრები ბიზნესმენებთან. სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბელარუსში იმყოფებიან მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელები. მათ თავიანთი გამოცდილება ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარეს, რაც ქართულ და ბელარუს კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0