თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბრიუსელში ევროკომისიის შტაბ- ბინის შენობის „ბერლემონის“ ირგვლივ ორშაბათს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, რაც ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი — მეოთხე დონის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“, ტელერადიოკომპანია RTBF-ზე დაყრდნობით.
„ევროკომისიამ „ბერლემონის“ შენობის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, საელჩოების ნაწილმა კარი ჩაკეტა და თავისი საქმიანობა მინიმუმამდე შეამცირა“, — იტყობინება მედია.
ბრიუსელის რეგიონსა და ლეჟას რაიონში 5 ადამიანი დააკავეს ორშაბათს, პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. მანამდე ბელგიის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა ბრიუსელის კომუნებსა და ქალაქ შარლერუაში სპეცოპერაციის შედეგად 16 კაცის დაკავებაზე.