თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ფრანგული ავიამზიდის, „შარლ დე გოლის“ გემბანიდან აფრენილმა ავიაციამ პირველი საბრძოლო გაფრენები განახორციელა, რათა დარტყმ,ა მიეყენებინა „ისლამური სახელმწიფოს“პოზიციებისთვის სირიასა და ერაყში, — იუწყება სააგენტო "ფრანს პრესი" სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.
ავიამმზიდი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში 21–22 ნოემბრის ღამეს ჩავიდა.
ავიამზიდის „ლაშქრობა“, სავარაუდოდ, სულ ცოტა, ოთხი თვე გაგრძელდება, — წერს ფრანგული მედია, თუმცა ეს მისია შესაძლოა კიდევ მეტ ხანს გაგრძელდეს.
ხომალდზე Rafale–ს 18 გამანადგურებელი, Dassault Super-Etendard–ის 8 ზებგერითი მოიერიშე და ასევე Hawkeye–ს 2 ერთეული შორ მანძილზე რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი იყო განთავსებული. ავიამზიდის ეკიპაჟი 1.9 ათასი მეზღვაურისგან, მფრინავისა და მექანიკოსებისგან შედგება.