საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

© http://msy.gov.ge/ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, რითაც 2011 წლის შედეგები გაიმეორა.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

დასკვნით მეცხრე ტურამდე ქართველი მოჭადრაკეები უკრაინელებთან მეორე ადგილს  იყოფდნენ. ორივე გუნდს აქტივში 13 ქულა ჰქონდა.  თუ უკრაინის ნაკრებმა ტურის ბოლო დღეს ჰოლანდიასთან დამაჯერებლად გაიმარჯვა 3:5, ქართველები ავსტრიელებთან ანგარიშით 2:2 ყაიმს მოულოდნელად დასჯერდნენ.   

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გამარჯვება ლეილა ჯავახიშვილმა მოიპოვა, რომელმაც კატარინა ნევრკლუ  დაამარცხა. მერი არაბიძემ ანა-კრისტინა კოპონისტს დაუთმო, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბათიაშვილმა თავიანთი პარტიები ფრედ დაასრულეს.

ასე რომ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, რითაც 2011 წლის შედეგები გაიმეორა. ვერცხლი უკრაინის ნაკრებს ერგო, ხოლო რუსეთის ნაკრები მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

რუსეთს ვაჟთა ტურნირში ოქრო ერგო და აქტივში 15 ქულა მიითვალა. ვერცხლის მედლები სომეხმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს, ბრინჯაო კი — უნგრეთის გუნდმა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ტურნირის დასკვნით დღეს სომხეთის გუნდთან ანგარიშით 1:3 წააგო, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.


ყველა ახალი ამბავი
0