თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ავსტრია წლის ბოლომდე მიგრანტებისგან თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე დაახლოებით 95 ათასი განაცხადის მიღებას ელოდება, რაც უკვე აღემატება ხელისუფლების მოლოდინს შემოდგომის დასაწყისში, — განაცხადა ორშაბათს სონია შტესლმა.
„სულ უფრო მეტი ლტოლვილი ითხოვს თავშესაფარს. ავსტრიაში წელს თავშესაფარზე დაახლოებით 95 ათას განაცხადს ველოდებით“, — განაცხადა მან ვენის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ეს არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა.
სექტემბერში იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან შეხვედრისას ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავშესაფრის მიღების თაობაზე 80–დან 90 ათასამდე განაცხადს ელოდება, რაც გასული წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ ბოლო მონაცემებით, 2015 წლის 10 თვეში ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე დაახლოებით 1,2 მილიონი მიგრანტი შემოვიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი კრიზისია მსოფლიოში.