საქართველოსა და კანადის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

© facebook.com/mod.gov.geსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადელ კოლეგა ჰარჯიტ საჯანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადელ კოლეგა ჰარჯიტ საჯანს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბრისას ხიდაშელმა კანადელი კოლეგა საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე მოიწვია.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰალიფაქსის (კანადა) უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში კანადელ კოლეგა ჰარჯიტ საჯანს (Harjit Singh Sajjan)  შეხვდა, — იუწყება ორშაბათს, 23 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ორკვირიან ტურნეში 19 ნოემბერს გაემგზავრა. ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე და რიგი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ლიტვის, ნიდერლანდებისა და მაკედონიის თავდაცვითი უწყებების ხელმძღვანელებთან. 

„კანადის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა არჩევნების შედეგად… დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ“, — განაცხადა ხიდაშელმა შეხვედრის შჭემდეგ.

საუბრისას ხიდაშელმა კანადელი კოლეგა საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე მოიწვია.

უსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომელიც კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იმართება, წელს 20–22 ნოემბერს ჩატარდა. რიგით მეშვიდე ფორუმის მონაწილეეებმა მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.  

 

ყველა ახალი ამბავი
0