ბელორუსი ჟურნალისტის წიგნი ჩერნობილის შესახებ ქართულად ითარგმნა

გამოწერა

თბილისში გაიმართა საღამო, რომელიც ბელორუსი ჟურნალისტის, სვეტლანა ალექსიევიჩს წიგნს, „ჩერნობილურ ლოცვას“  მიეძღვნა. 

წიგნი უკვე ქართულადაა ნათარგმნი და იყიდება კიდეც საქართველოს დედაქალაქში. შეხვედრა თბილისის წიგნის სახლში გაიმართა და მას წიგნის მოყვარული ახალგაზრდობა დაესწრო. 

სვეტლანა ალექსიევიჩი უკვე რამდენიმე ათწლეულია წერს ქრონიკას „უტოპიის ხმები“. მას გამოცემული აქვს ხუთი წიგნი, რომლებშიც „პატარა ადამიანი“ თავად მოგვითხრობს საკუთარ თავსა და დროებაზე. 

წიგნების დასათაურებები უკვე იქცა მეტაფორებად: „ომს არ აქვს ქალის სახე“, „თუთიის ბიჭები“, „ჩერნობილური ლოცვა“… 

ალექსიევიჩმა საკუთარი ჟანრი —პოლიფონიური რომანი–აღსარება შექმნა, რომლებშიც მე–20 საუკუნის დიდი ისტორია მცირე ისტორიებისგან იქმნება. 


ყველა ახალი ამბავი
0