საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე მე–10 ადგილი დაიკავა

© screen captureბავშვთა კვარტეტი The Virus
ბავშვთა კვარტეტი The Virus - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული მალტელი დესტინი ჩუკუნიერე გახდა სიმღერით Not My Soul. გოგონამ იმღერა იმის შესახებ, რომ არ ღირს გარშემომყოფთა გულის მოსაგებად საკუთარ „მეზე“ უარის თქმა.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა კვარტეტმა The Virus სიმღერის საბავშვო კონკურსზე „ევროვიზია 2015“ მე–10 ადგილი დაიკავა, იუწყება კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი.

საბავშვო კოლექტივმა სიმღერა „გაბედე“ შეასრულა, რომლის ტექსტის ავტორი ერეკლე დეისაძე გახლავთ. 

კვარტეტის წევრები საბავშვო სტუდია „ბზიკების“ აღსაზრდელები არიან: ელენე კეჟრიშვილი (10 წლის), ლიზი თავბერიძე (12 წლის), თაკო გაგნიძე (11 წლის) და დათა პავლიაშვილი (11 წლის).

კონკურსის გამარჯვებული მალტელი დესტინი ჩუკუნიერე გახდა სიმღერით Not My Soul. გოგონამ იმღერა იმის შესახებ, რომ არ ღირს გარშემომყოფთა გულის მოსაგებად საკუთარ „მეზე“ უარის თქმა. კენჭისყრით მალტელმა გოგონამ 185 ქულა მიიღო, რაც საბავშვო ევროვიზიისთვის რეკორდული მაჩვენებლია.

გამარჯვებული, ტრადიციულად, მაყურებლის ხმათა რაოდენობითა და პროფესიული ჟიურის შეფასებით გამოავლინეს. წელს „ევროვიზიის“ ფინალში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

საბავშვო ევროვიზიის ფინალი, რომელიც წელს სოფიაში გაიმართა, 22 ნოემბერს დასრულდა.

ქართული საბავშვო მუსიკალური ჯგუფები ორჯერ გახდნენ ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულნი. საქართველო  Junior Eurovision–ში ზედიზედ მეცხეჯერ მონაწილეობდა. 


ყველა ახალი ამბავი
0