გია ხუხაშვილი:“აშშ–სთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ს თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ს განცხადება "ისლამური სახელმწიფოს"  სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურების დაწყების შესახებ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკა რუსეთის დღის წესრიგს მისდევს, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„რუსეთმა სირიაში პირდაპირი ქმედებები ყოველგვარი განცხადებების გარეშე დაიწყო და ამით  გარკვეულწილად გეოპოლიტიკური ინიციატივა აიღო  ხელში.  ჩვენ ვნახეთ თუ როგორ დაბობმა რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ სანავთობო ინფრასტრუქტურა და მანქანების კოლონები, რომლებიც ნავთობპროდუქტებს ეზიდებოდნენ. ახლა კი შტატები იმავეს აანონსებს. ეს კი  მიუთითებს იმაზე რომ აშშ–თვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“–აღნიშნა გია ხუხაშვილმა 

რაც შეეხება თვითონ განადგურებულ ნავთობს, ხუხაშვილის თქმით იმდენად მცირე რაოდენობაზეა საუბარი, რომ ნავთობის ბაზარზე ის რადიკალურად ვერ აისახება. თუმცა რა თქმა უნდა მცირე გავლენა ექნება.

„აქ არ არის საუბარი მსოფლიო ბაზრების მომარაგების სერიოზული არხების გადაკეტვაზე. ეს საკმაოდ მცირე  კუსტარული ნავთობმოპოვება და გადამუშავებაა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“  თავისი ტერორისტული მოქმედებების დონაციისთვის იყენებს“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

აშშ–ს თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს. 

მისი თქმით, ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ამ დარგიდან მიღებული მოგებით ტერორისტები სარგებლობენ.


ყველა ახალი ამბავი
0