სოსო ცისკარიშვილი“რუსეთსა და საქართველოს ერთნაირი სავიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეთ“

© PrimeTimeსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik.რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ მაშინ იქნება მისასალმებელი, თუ საქართველოს მოქალაქეებიც ისევე მარტივად  შევლენ რუსეთში, როგორც რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში, განაცხადა „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა.

„პრიმიტიულია საუბარი იმაზე, რომ მოსკოვი მუშაობს საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, რადგან საქართველო ეს იყო დ.ს.თ–ს  ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა. ეს იყო მისი პოლიტიკური ნება და ჯერ–ჯერობით ამ ნების ცვლილებას ვერ ვხედავ“ – მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს.

 ექსპერტის აზრით, საქართველოს და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი ერთნაირი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ურთიერთიბა თანაბარუფლებიანი არ იქნება.

 „რუსეთის მოქალაქეები ყოველგვარი სავიზო მოთხოვნების გარეშე, მხოლოდ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას რეგისტრირდებიან, მივესალმებით თუ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ასეთივე  რეჟიმი იქნება შემოღებული. დანარჩენი მიკიბ–მოკიბული განმარტებები, რომელი კატეგორიის მოქალაქეებისთვის რა მარტივდება, ეს არის მხოლოდ სატრაბახო თემა მათთვის, ვისაც რუსეთის როგორც მამა აბრაამის ბატკნის წარმოჩენა ხელეწიფება“–თვლის ექსპერტი. 

 რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი 2000 წელს დაუწესა,პანკისის ხეობიდან მის ტერიტორიაზე ტერორისტთა თავდასხმების საფრთხის მიზეზით, რასაც საქართველოს მხრიდან ანალოგიური ნაბიჯი მოჰყვა. თუმცა 2004 წელს ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ჯერ გაამარტივა, ხოლო 2012 წლიდან კი საერთოდ გააუქმა. რუსეთმა კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა.

ინფორმაცია სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0