ქართველო მოჭადრაკე მამაკაცთა ნაკრებმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

© http://msy.gov.ge/ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინელებთან ორთაბრძოლა მოიგეს მერაბ გაგუნაშვილმა და ლევან ფანცულაიამ შესაბამისად ალექსანდრე არეშენკოსთან და იური კრივორუჩკოსთან. ბაადურ ჯობავამ ფრედ დაამთავრა ვასილი ივანჩუკთან შეხვედრა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრებმა მოულოდნელი სენსაციური გამარჯვება მოიპოვა უკრაინის ნაკრებთან  ევროპის ჩემპიონატზე,  რომელიც რეიკიავიკში მიმდინარეობს. 

 მოულოდნელობა იმაშია, რომ უკრაინის ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული და მისი მრავალგზის პრიზიორი.  მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2003 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილია. 

უკრაინელებთან ორთაბრძოლა მოიგეს მერაბ გაგუნაშვილმა და ლევან ფანცულაიამ შესაბამისად ალექსანდრე არეშენკოსთან და იური კრივორუჩკოსთან. ბაადურ ჯობავამ ფრედ დაამთავრა ვასილი ივანჩუკთან შეხვედრა. ერთადერთი, ვინც საქართველოს ნაკრებში ბრძოლა წააგო მიხეილ მჭედლიშვილი იყო, რომელმაც ორთაბრძოლა პაველ ელჟანოვთან წააგო. 

ამ მოგების შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკეებმა 10 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილს საფრანგეთის, აზრებაიჯანის, სომხეთისა და უნგრეთის გუნდებთან იყოფენ. ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად კვლავ რუსეთის ნაკრები რჩება, რომლის აქტივში 13 ქულაა. დასკვნით ტურნირში, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. 


ყველა ახალი ამბავი
0