ანდრეი მაკარევიჩს თბილისში ელოდებიან

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიმუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი
მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრეი მაკარევიჩი ქართველი მსმენელისათვის თავის ცნობილ კომპოზიციებსა და ახალ ჰიტებს იმღერებს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი მუსიკოსისა და ჯგუფ "Машина времени"-ს სოლისტის ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 2 დეკემბერს შედგება. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Altervision იტყობინება. ანდრეი მაკარევიჩი ქართველი მსმენელისათვის თავის ცნობილ კომპოზიციებსა და ახალ ჰიტებს იმღერებს, აღნიშნავენ ორგანიზატორები. 

ანდრეი მაკარევიჩი ბოლოს თბილისში 2013 წელს იმყოფებოდა. მაშინ, თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მომღერალმა თავისი მუსიკალური პროგრამა „ჯაზური ტრანსფორმაციები“  წარმოადგინა. შესრულებულ კომპოზიციებს შორის ასევე ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო აღმოჩნდა“. 

ანდრეი მაკარევიჩი — რუსი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი, ჯგუფ  "Машина времени"-ს ერთადერთი უცვლელი ლიდერი და მონაწილე, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1991) და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1999).


ყველა ახალი ამბავი
0