ქართული თოჯინები პრაღაში გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

© Sputnik, Анастасия Хатиашвилиთოჯინების გამოფენა "თბილისი-პრაღა 2015"
თოჯინების გამოფენა თბილისი-პრაღა 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე თოჯინებთან ერთად გამოფენენ მარიონეტებს და დათუნია ტედის.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ოთხი ქართველი თოჯინების ოსტატი თავის ხელოვნებას  სამხატვრო საავტორო თოჯინების მესამე საერთაშორისო გამოფენაზე Doll Prague წარმოადგენს, რომელიც 27-29 ნოემბერს პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩო იტყობინება.  

 ქართველ მეთოჯინეებთან ქეთი ძიძიგურთან, ნანა კულაშვილთან, იულია სოროკინასა და თეა მინდაძესთან ერთად, პრაღის თოჯინების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თოჯინები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან. 

ამ გამოფენაზე თოჯინები წარმოდგენილი იქნებიან არა როგორც სათამაშო, არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშები. 

გამოფენაზე თოჯინებთან ერთად  გამოფენენ მარიონეტებს და დათუნია ტედის. 

პრაღის გამოფენაში ქართველი ოსტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, 18 ნოემბერს, საქართველოში ჩეხეთის საელჩოში თოჯინების გამოფენა „თბილისი-პრაღა 2015“ გაიმართა. 

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში, „თბილისი-პრაღა 2015“, ქართველმა მეთოჯინეებმა გამოფენაზე დამსწრე ახალგაზრდებს, დევნილებსა და შშმ პირებს თავისი ხელოვნების ექსკლუზიური მასტერკლასი ჩაუტარეს. 


ყველა ახალი ამბავი
0