წარმატებული ქართველები - დავიდ კომამ ინგლისი დაიპყრო!

© http://www.kafelini.geდიზაინერი დევიდ კომა
დიზაინერი დევიდ კომა - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამარ კვარაცხელია

 პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ არაერთმა ჩვენმა თანამემაულემ მოახერხა პოპულარობის მწვერვალების დაპყრობა, ეს არახალია… ამჯერად კი ჩვენ მათზე მოგითხრობთ, ვინც ეს სივრცეც გაარღვია და დასავლურ კულტურას დაამჩნია საკუთარი კვალი. თბილისელი დიზაინერი დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე იმის ნათელი მაგალითია, რომ ნიჭს და მოდას საზღვრები არა აქვს… 

 დიზაინერი დავიდ კომა 1981 წელს თბილისში დაიბადა. 35 წლის ასაკში, მან მოახერხა და მსოფლიო მოდის სფეროს ყველა მაღალი მწვერვალი დაიპყრო. დავითმა კაბების ხატვა რვა წლის ასაკში დაიწყო, ათი წლის ასაკში კი — მშობლებთან ერთად საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა და სამხატვრო სკოლაში გააგრძელა სწავლა. მალე პირველი დამოუკიდებელი შოუ-ჩვენებაც მოაწყო… 

 დავითმა მალევე ბავშვობის ოცნებაც აიხდინა და ლონდონის წმინდა მარტინის სახელობის არტ-დიზაინის სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. პირველი მნიშვნელოვანი ჯილდოებიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს მიიღო. სტუდენტ დავითთან კონტრაქტს ლონდონის უდიდესი უნივერმაღი აფორმებს და ამით იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა. 2009 წელს მან ტანსაცმლის საკუთარი ხაზი "DAVID KOMA" შექმნა და ითანამშრომლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდის სახლთან TOP SHOP-თან. დავიდ კომას სტილი ყველასგან განსხვავებულია… კრიტიკოსები მის ხაზს ხშირად უწოდებენ ფუტურისტულს და ცოტა მისტიკურს. მისი კაბები ზოგჯერ ფანტასტიკური ჟანრის ფილმის პერსონაჟების კოსტუმებს მოგაგონებთ. თავიდან დავითის კოსტუმები ეპატაჟური, ცოტა აგრესიულიც კი იყო, დროთა განმავლობაში კი, ის უფრო დახვეწილი, ქალური და ელეგანტური გახდა. მისთვის დამახასიათებელია გამოკვეთილი სილუეტი, ასიმეტრიული ხაზები და სრული ქაოტურობა. 

  დავიდ კომა ძვირადღირებულ ბრენდად იქცა. მისი ჩვენებები ლონდონის მოდის კვირეულებზე უკვე წლებია, ანშლაგით ტარდება და მას მოდის ყველა წამყვანი ჟურნალი აშუქებს. მის ჩვენებებს მსოფლიო ვარსკვლავები ესწრებიან და ისინი მისი სამოსით თავს წლის მთავარ დაჯოლდოვებებსა და წვეულებების წითელ ხალიჩებზე იწონებენ. 

   MTV-ის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე ბიონსეს შავმა კაბამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა… მის კაბაზე ტაბლოიდები წერდნენ არანაკლებს, ვიდრე მის ჯილდოებზე. კაბა, როგორ უკვე მიხვდით, დავით კომახიხიძეს ეკუთვნოდა. ცნობილ ავსტრალიელ მომღერალს ქაილი მინოუგს დავიდ კომას სამოსი ვიდეო კლიპებსა და კონცერტებზე აცვია, მისი კაბებით თავს ხშირად იწონებენ რიანა, კიმ კარდაშიანი, ქენდალ ჯენერი, ლედი გაგა, მეგან ფოქსი, ჯიჯი ჰადიდი და ნატალია ვოდიანოვა. სულ რამდენიმე დღის წინ კი — წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო ლეონარდო დი კაპრიოს 25 წლის საცოლე კელი ჰოირბაჰი, მან ფოტო-კამერების წინ დავიდ კომას თეთრი გრძელი კაბით იპოზიორა… 

 შეგახსენებთ, 2013 წლიდან დავიდ კომა მოდის სახლ THIERRY MUGLER-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებს. 


ყველა ახალი ამბავი
0