საქართველოში უსინათლოთა ბიბლიოთეკა გამოჩნდა

გამოწერა
ამ დროისათვის, აუდიო ბიბლიოთეკასი წიგნები მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ ნახევარ წელიწადში ქართული ვერსიაც გაჩნდება.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისში უსინათლოთათვის ახალი აუდიო ბიბლიოთეკა გაიხსნა, იტყობინება ქართული მედია საქართველოს უსინათლოთა კავშირზე დაყრდნობით. ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, რომელიც კითხულობს კომპიუტერში ჩატვირთულ წიგნებს. პროგრამის უპირატესობა იმაშია, რომ წიგნების მოსმენა ფლეერსა და მობილურ ტელეფონშიც არის შესაძლებელი თუ წინასწარ იქნება გადაყვანილი  MP3 ფორმატში. 

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
თბილისში სამასზე მეტი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის

ამ დროისათვის, აუდიო ბიბლიოთეკასი წიგნები მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ ნახევარ წელიწადში ქართული ვერსიაც გაჩნდება. 

აუდიო ბიბლიოთეკის რუსულ ვერსიაში 56 ათასი ავტორის  150 ათასი წიგნია და მუდმივად შეივსება ახალი წიგნებით. 

საქართველოს უსინათლოთა კავშირი უფასოდ მიაწვდის ამ პროგრამას ყველა მსურველს. პროექტი ოპოზიციურმა პარტიამ  „მემარცხენე ალიანსმა“ დააფინანსა. 


ყველა ახალი ამბავი
0