საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა დამტკიცებულია

© https://www.facebook.com/OfficialPOG/საქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას 2015 წლის ბოლომდე უნდა შეუდგეს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია ირაკლი შოთაძე, — იუწყება ქართული მედია.

ირაკლი შოთაძეს ხმა მისცა საპროკურორო საბჭოს 14–იდან 13–მა წევრმა.

ამის შემდეგ შოთაძის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა, საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწონოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.

უწყების ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას 2015 წლის ბოლომდე უნდა შეუდგეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტმა წარადგინა.

შოთაძის გარდა, ამ პოზიციის დასაკავებლად ასევე წარდგენილები იყვნენ სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა რევაზიშვილი და ადვოკატი ვლადიმერ გაბრიჩიძე.

საპროკურორო საბჭოს მათი კანდიდატურები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა, რომელმაც საინიციატივო ჯგუფების მიერ შეთავაზებული რვა კანდიდატიდან სამი შეარჩია.

საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანამდე, ქვეყნის მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, პრემიერ–მინისტრი ნიშნავდა. ამიერიდან მთავარ პროკურორს ექვსი წლის ვადით, გადარჩევის უფლების გარეშე, პარლამენტი დაამტკიცებს.


ყველა ახალი ამბავი
0