პროკურატურა: პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშივითარება პარიზში ტერაქტების შემდეგ
ვითარება პარიზში ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე, ოთხშაბათს, გაზეთი Washington Post ორი დამოუკიდებელი ანონიმური მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით აბაუდის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აბდელჰამიდ აბაუდი პოლიციელებმა სპეცოპერაციისას მოკლეს, რომელიც პარიზის გარეუბან სენ–დენიში ჩატარდა ოთხშაბათს. ეს ინფორმაცია ხუთშაბათს პარიზის პროკურატურამ დაადასტურა. 

მანამდე, ოთხშაბათს, გაზეთი Washington Post ორი დამოუკიდებელი ანონიმური მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით აბაუდის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებით.

„აბდელჰამიდ აბაუდი ფორმალურად ამოცნობილია… საუბარია ცხედარზე, რომელიც აღმოჩენილია შენობაში და ტყვიებით არის დაცხრილული“, — აღნიშნულია პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენსის კომუნიკეში.

საფრანგეთის პოლიციამ ოთხშაბათს დილით პარიზის გარეუბან სენ–დენიში 13 ნოემბრის ტერაქტებში მონაწილე სავარაუდო ტერორისტების დაჯგუფების გამოვლენისა და ლიკვიდაციის მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ერთ–ერთი უმთავრესი სამიზნე აბდელჰამიდ აბაუდი გახლდათ, რომელმაც, სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტები დაგეგმა. 

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.


ყველა ახალი ამბავი
0