თბილისში კიბერუსაფრთხოების რეგიონული კონფერენცია ტარდება

© photo: Sputnikთბილისი. სატელევიზიო ანძა
თბილისი. სატელევიზიო ანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონაწილეები ტრადიციულად განიხილავენ წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენცია GITI 2015-ში მონაწილეობს, რომელიც 19–20 ნოემბერს იმართება თბილისში, — აცხადებს უწყების პრესსამსახური

რიგით მეცხრე ყოველწლიური კონფერენციაში 20–ზე მეტი სახელმწიფოს ოთხასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ტრადიციულად განიხილავენ წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს. 

წლევანდელ ღონისძიებაზე საჯარო რეესტრი ორგანიზაციაში დანერგილ მნიშვნელოვან IT ინიციატივებს წარადგენს: მათ შორის, რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემების ინტეგრაციის, ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის, ფინანსური გარანტიების სერვისის, სახელმწიფო ქონების მართვის სისტემის, IT მენეჯმენტის, 3D რუკების პროექტებს, ხელშეკრულებების მონიტორინგის, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას და პროექტს „თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის“, რომელიც უნარშეზღუდულ პირთათვის საჯარო რეესტრის სერვისების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. 

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მეცხრე რეგიონალური კონფერენცია, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბინზესსაბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან საჯარო რეესტრი კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი სამჯერ — 2013, 2010 და 2008 წლებში ღონისძიების მთავარი ჯილდოს „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ მფლობელია.  


ყველა ახალი ამბავი
0