CNN: „ისლამური სახელმწიფო“ ნიუ–იორკში ტერაქტების მოწყობით იმუქრება

© photo: Sputnik / Галина Кмит / გადასვლა მედიაბანკშინიუ–იორკი, მანჰეტენი
ნიუ–იორკი, მანჰეტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოკადრებში ჩანს სახედაფარული მამაკაცი, რომელიც ქურთუკში ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავს. CNN–ის ინფორმაციით, შესაძლოა ეს თვითმკვლელი ტერორისტი იყოს, რომელიც ნიუ–იორკის ერთ–ერთი ხალხმრავალი ადგილის აფეთქებას აპირებს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ნიუ–იორკში ტერაქტების მოწყობით იმუქრება, — იუწყება ტელეარხი CNN ვიდეორგოლზე დაყრდნობით, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტებმა გადაიღეს.

ვიდეოკადრებში ჩანს სახედაფარული მამაკაცი, რომელიც ქურთუკში ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავს. CNN–ის ინფორმაციით, შესაძლოა ეს თვითმკვლელი ტერორისტი იყოს, რომელიც ნიუ–იორკის ერთ–ერთი ხალხმრავალი ადგილის აფეთქებას  აპირებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტის მოწყობას აშშ–ის დედაქალაქ ვაშინგტონში გეგმავს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0