საქართველოს სამხედრო დაზვერვა 24 წლისაა

© https://mod.gov.geსაველე სწავლება "ისარი 2015"
საველე სწავლება ისარი 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მეხუთე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის დაზვერვის პირველი ოცეულის პირადი შემადგენლობა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik.  18 ნოემბერს, მზვერავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

სამხედრო დაზვერვის 24 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორის სასროლეთზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მონაწილეობით, სიტუაციური საველე სწავლება „ისარი 2015“ გაიმართა.

„მეხუთე ბრიგადამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სადაზვერვო ოცეულმა აჩვენა ყველას, თუ რა შეუძლია. სამხედრო მზვერავი უნდა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობა შეიარაღებულ ძალებში და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა მოქმედ და ვეტერან სამხედრო მზვერავს მივულოცო სამხედრო დაზვერვის დღე“, — განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.  

ღონისძიების ბოლოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მეხუთე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის დაზვერვის პირველი ოცეულის პირადი შემადგენლობა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0